2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მუსიკის და ქართული ხალხური ინსტრუმენტების როლი ადამიანის ცხოვრებაში,მოსწავლეები ბავშვობის ასაკიდანვე უნდა იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის ფოლკორს:საკუთარ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებას,ხალხურ საკრავებს! პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს, ინსტრუმენტებს და მათ ისტორიას.
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები დაინტერესდებიან ქართული ხალხური საკრავებით,მოხდება ჩვენი კულტური ძეგლების პოპულარიზაცია.
4. პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საკრავების წარმოშობას, დააკავშირონ წინარე ცოდნა ახალთან,რაც მათ განუვითარებთ შემდეგ უნარებს: ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითად გამოყენების, პრეზენტაციის უნარს, კვლევის, დისკუსიის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემის და ჯგუფური მუშაობის უნარებს–ჩვევებს.
5. მონაწილეთა ასაკი:7-10 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევას,კომუნიკაციის უნარ–ჩვევას. ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.გამოიკვლევენ რომელი მუსიკალური ინსტრუმენტებია გავრცელებული მათ კუთხეში და ზოგადად,საქართველოს სხვადასხვა მხარეში.მოიძიებენ ისტორიას მათი წარმოშობის შესახებ. შეეცდებიან დაამზადონ მათი მინიატურული ორიგინალები.შეისწავლიან რამოდნიმე ქართულ ხალხურ სიმღერას და თავად შეასრულებენ რომელიმე ხალხური ინსტრუმენტის თანხლებით.მოაწყობენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,თვალსაჩინოებები,მუსიკალური ინსტრუმენტები, ინტერნეტი. ფერადი ფანქრები , ფურცლები,[ საკრავების დახატვა-გაფერადება]
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები განიხილავენ საპრეზენტაციო პროექტის თემას
- განსაზღვრავენ მიზანს
- ჩამოწერენ საჭირო რესურსებს
- თითოეული მოსწავლე აირჩევს მისთვის სასურველ საკრავს და მოიძიებს ინფორმაციას
- დაამზადებენ პროექტის სარეკლამო ბროშურებს
- რომელ მოსწავლეებსაც შეუძლიათ ხატვა დახატავენ საკრავებს
- გააკეთებენ ხელით რომელიმე მუსიკალურ საკრავს
- ახდენენ საკრავების კლასიფიკაციას
- აწყობენ გამოფენას
- უშვებენ კედლის გაზეთს
- აკეთებენ პრეზენტაციას
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა, ხელოვნება , ისტორია, გეოგრაფია
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნათია ჯოჯუა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natkajojua555@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:natiajojua.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий